უკრაინაში, მაიდანზე ამერიკელი დიპლომატი სცემეს

უკრაინელი სამართალდამცველები ამერიკელი დიპლომატისთვის სხეულის დაზიანების ფაქტს იხილავენ.
ინციდენტი კიევის ცენტრალურ მოედანზე მოხდა. მომხდარის შესახებ შეტყობინება, კიევის პოლიციაში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურისგან შევიდა, უკრაინული მედიის წყაროს ცნობით კი, დაზარალებული აშშ-ს საელჩოს მეორე მდივანი ომარ კარდენტია.
როგორც ირკვევა, დაზარალებულის გადმოცემით, ის ღამით კვების ობიექტისკენ მიდიოდა, რა დროსაც უსმენდა ფლეიერს.
როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვიდა, მის საპირისპიროდ მომავალი უცნობი მამაკაცი დაინახა. დიპლომატს ეგონა, რომ მამაკაცმა მას მიმართა და ამიტომ ყურსასმენის მოხსნა დაიწყო, თუმცა იმ წამსვე სახეში დარტყმა იგრძნო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები