დონალდ ტრამპი მზადაა კიმ ჩენ ინს შეხვდეს

დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი მზადაა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდეს.
“შეხვედრა აუცილებლად ღია იქნება, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი იმას შევხვდები, ეს კი სისუსტის ან სიძლიერის გამოვლინება არაა“, – აცხადებს ტრამპი.
12 -დღიან აზიურ ტურში, ტრამპმა განაცხადა, რომ „დიქტატორთან შეხვედრა ცუდი არ იქნება, თუმცა ჯერ ადრეა“, მსგავსი განცხადება ტრამპმა ჯერ კიდევ მაისში გააკეთა, მას შემდეგ კი ურთიერთობა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის უფრო დაიძაბა. 19 სექტემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის სრულიად გაანადგურებდა ჩრდილოეთ კორეას თუ ფხენიანი ამერიკას საფრთხეს შეუქმნიდა. კორეის სახელმწიფო მედიამ, ტრამპს “სულიერად არასტაბილური” უწოდა და გააფრთხილა, რომ „უგუნურ შენიშვნებს“ აკეთებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები