კამერული მუსიკის საღამო გაიმართება

8 ნოემბერს, 19:30 საათზე, ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით კამერული მუსიკის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საღამო ეძღვნება მათი უფროსი კოლეგის, ს. ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის წევრის, ცნობილი მევიოლინისა და პედაგოგის – კონსტანტინე ვარდელის ხსოვნას. ახალგაზრდა მუსიკოსებს პარტნიორობას გაუწევს სახელგანთქმული პიანისტი – თამარ ლიჩელი. პროგრამაშია ედვარდ გრიგისა და იოჰანეს ბრამსის კამერული ქმნილებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები