როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ნოემბერს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. 7 – 8 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
9 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში 7–9 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
11 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები