ირინა არსენიშვილის წიგნის – ,,ქართული დაზგური ფერწერა” წარდგინება გაიმართება

7 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ირინა არსენიშვილის წიგნის – ,,ქართული დაზგური ფერწერა” (XVIII საუკუნის II ნახევარი – XX საუკუნის 20-იანი წლები) პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზუმიდან აცნობეს, წიგნში წარმოდგენილია ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა და განხილულია ქართული დაზგური მხატვრობის პირველი პორტრეტული ნიმუშები, პირველი ქართველი პროფესიონალი მხატვრების – გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძისა და სხვათა შემოქმედება, ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ასპექტები და XX საუკუნის 10-20-იან წლებში მოღვაწე ისეთი მხატვრების შემოქმედება, როგორებიც არიან: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი და ქეთევან მაღალაშვილი.
წიგნი არის გამორჩეული, როგორც კვლევის კომპარატიული მეთოდის გამო, ასევე საკითხის ისტორიულ, ფილოსოფიურ, თუ თეოლოგიურ ჭრილში განხილვის კუთხით. ნაშრომი ასევე საინტერესოა ევროპულ მხატვრობასთან მიმართებაში გავლებული პარალელებით.
წიგნის პირველი, ინგლისურენოვანი ვერსია დაიბეჭდა 2009 წელს, ნიუ-იორკში, გამომცემლობა NOVA PUBLISHERS-ის მიერ.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები