„სხვისი სახლი“ რაბათის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა

რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“ რაბათის 22 -ე საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის გრან -პრის მფლობელი გახდა.  ამ ინფორმაციას რეჟისორი ავრცელებს.
„სასიხარულო ამბავი და კიდევ ერთი ჯილდო “სხვის სახლს “- რაბათის 22 -ე საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის გრან -პრი. მაროკოს მეფე ჰუსეინ II-ის სახელობის ჯილდო. Best Film Award Rabat International Film Festival“,- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რუსუდან გლურჯიძე.
ფილმი 1990-იანი წლების საქართველოს ეხება. სიუჟეტი ომში ფიზიკურად გადარჩენილ ორ ოჯახზე მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
„სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

 რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამუშევრის – „სხვისი სახლის“ მსოფლიო პრემიერა კარლოვი-ვარიში შედგა. მას შემდეგ ფილმმა მრავალი ჯილდო მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები