დღეს, ბრიტანეთის საბჭოს და ევროპული სკოლის უპრეცედენტო თანამშრომლობის ღონისძიება გაიმართება

„ბრიტანული მოდელის დანერგვა სწავლების და სწავლის პროცესის მდგრადი განვითარებისთვის“ ღონისძიების ოფიციალური გახსნა, 3 ნოემბერს 15:00 საათზე, ალ. ყაზბეგის N34-ში გაიმართება.
საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის ჯასტინ მაკკენზი სმიტის თქმით, ბრიტანეთის საბჭოსა და მრავალეროვანი სასწავლო დაწესებულების „ევროპული სკოლის“ თანამშრომლობა სწავლის პროცესში მეტად მნიშვნელოვანია დღევანდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. როგორც მან განმარტა, თანამშრომლობა სამწლიანია და მისი დაწყების დღიდან ევროპულ სკოლაში ინგლისური ენის სწავლების თუ შესწავლის ბრიტანული მოდელი დაინერგება.
„განათლება არის ინვესტიცია ბრიტანულ-ქართული ურთიერთობების მომავალში“ აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, რომელიც 3 ნოემბერს ბრიტანეთის საბჭოს და ევროპული სკოლის ახალი ინიციატივის ხელმოწერის ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.
1994 წლიდან დღემდე უამრავ ქართველ პროფესიონალს ჰქონდა შესაძლებლობა განათლება მიეღო დიდ ბრიტანეთში და საკუთარი გამოცდილება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის გამოეყენებინა. მრავალი მათგანი წლების განმავლობაში წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოში როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესსა თუ სამოქალაქო საზოგადოებაში.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრიტანული განათლების და ბრიტანული მოდელის დანერგვა ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის პროცესში მეტად მნიშვნელოვანია დღევანდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
სწორედ ამ მიზნით იწყება ბრიტანეთის საბჭოსა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მრავალეროვანი სასწავლო დაწესებულების „ევროპული სკოლა“ თანამშრომლობა, სადაც 23 ეროვნების წარმომადგენელი სწავლობს და იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია კულტურული მრავალფეროვნების, ტოლერანტობის და დიდ ევროპულ ოჯახში ინტეგრირებისთვის. სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ განათლების მიღებას მსოფლიოს ისეთ წარმატებულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა იელის, ბრაუნის უნივერსიტეტები და ლონდონის ეკონომიკის სკოლა (LSE).
თანამშრომლობა სამწლიანია და მისი დაწყების დღიდან ევროპულ სკოლაში დაინერგება ინგლისური ენის სწავლების თუ შესწავლის ბრიტანული მოდელი, რომელიც მოიცავს პედაგოგ-მასწავლებელთა პროფესიულ განვითარება-გადამზადებას უწყვეტი პროფესიული განვითარების ჩარჩოს მიხედვით შემუშავებული ონლაინ და პირისპირ ტრენინგებით, მოსწავლეები კი ჩაერთვებიან პროექტებსა და კონკურსებში, რომლებიც მათ კიდევ უფრო მეტ მოტივაციას შესძენთ და გაუღრმავებთ წარმატებული მომავლის რწმენას.
აქვე გვინდა დავძინოთ, რომ გვსურს შევქმნათ წარმატებული თანამშრომლობის მოდელი და პრეცედენტი, რომელიც სამაგალითო იქნება ნებისმიერი სკოლისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ბრიტანეთის საბჭოში: ეკატერინე ფაცაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, მობ: 591 229 803;
e-mail: ekaterine.patsatsia@ge.britishcouncil.org
ევროპული სკოლა: ქეთევან ნაჭყებია, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის უფროსი, მობ: 577 72 51 58
e-mail: k.nachkebia@europeanschool.ge”,-ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის საბჭო – დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია – ხელს უწყობს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში. მისი მოქმედების არეალი 100-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებასა და ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციას ემსახურება. ბრიტანეთის საბჭო დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაციაა.
ევროპული სკოლა საერთაშორისო სკოლა 3-დან 18 წლამდე მოსწავლეთათვისაა განკუთვნილი. იგი საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) ერთადერთი წევრი სკოლაა საქართველოში. მოსწავლეებს ვთავაზობთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის: სკოლამდელი აღზრდის ცენტრს, ქართულ პროგრამას, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სამივე პროგრამას, ამერიკულ პროგრამას, AP და STEM პროგრამებს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები