“ძმები ზაპაშნიკების” საცირკო წარმოდგენებამდე 8 დღე დარჩა – „UFO“ თბილისში 11 ნოემბერს ჩამოდის

11 ნოემბერამდე სულ რაღაც 8 დღე დარჩა, ბილეთების რაოდენობაც, უკვე შეზღუდულია და თუ ჯერ კიდევ ვერ მოიცალეთ, მოსკოვის სახელმწიფო ცირკი – „ძმები ზაპაშნების“, მსოფლიოში აღიარებული შოუპროგრამა – „UFO“-ზე დასასწრები ბილეთების შესაძენად, უნდა იჩაროთ, რადგან სპორტის სასახლეში, 11 ნოემბერს მოსულ მაყურებელს საოცარი სანახაობა გელით.
ექსკლუზიურად ამ შოუსთვის შექმნილი დეკორაცია და ლაზერული ვიდეო და აუდიო ეფექტებით დატვირთული 6 სატვირთო ავტომობილი და 90 არტისტი, ტურნეს ფარგლებში უკვე ბაქოს ეწვია, 4 ნოემბერს პირველი წარმოდგენა შედგება და დასი, სრული შემადგენლობით ემზადება 1-ლი სანახაობის შოკისმომგვრელი გარემოს და სივრცის შესაქმნელად.
ქართველ მაყურებელს კი მხოლოდ ერთი დღით, 11 ნოემბერს შეეძლება, სპორტის სასახლეში იხილოს წარმოუდგენელი სანახაობა, რომელიც ელის როგორც მოზარდებს, ისე დიდებსაც. ეს არის შოუ, რომელიც საცირკო წარმოდგენათა ისტორიაში განსაკუთრებული და განსხვავებულია, როგორც ჯერ არნახული ეფექტებით ასევე საცირკო ნომრებით.
ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია: სპორტის სასახლის სალაროში, ან საიტებზე: bileti.ge ან tkt.ge.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები