დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავა უყოყმანოდ გაწირა

საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან, მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს საკუთარი ინტერესების გამო უყოყმანოდ გაწირავს.
“მიხეილ სააკაშვილი არ იცვლება -როგორც გორში თვითმფრინავის გამოჩენისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, ახლაც მეგის ქარდავაზე, ადამიანზე, რომელიც დასავლეთ საქართველოში მისი ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენი იყო, რომელიც ორჯერ ჰყავს ღირსების ორდენით დაჯილდოებული და რომელიც გვერდს უმშვენებდა განმუხურის “გმირული” ოპერაციის დროს -ამბობს არ ვიცნობდი და არ შევხვედრილვარო.

რა არის ეს, პოლიტიკური ამნეზია თუ შეგნებული ტყუილი?! ყველა მისმა მხარდამჭერმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ინტერესისთვის თითოეულს ასე გაწირავს”,- აცხადებს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები