“პრაქტიკა, როდესაც რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ერთი ექიმი მუშაობს, უნდა აღვკვეთოთ”

“უნდა აღიკვეთოს პრაქტიკა, როდესაც ერთი ექიმი სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს და ხშირ შემთხვევაში სამედიცინო შეცდომა მოსდის”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განცხადა.
მისივე თქმით, ამას ემსახურება დაგეგმილი რეფორმები, რომელზეც სამინისტრო მუშაობს.
”ექიმი ექვს დაწესებულებაში ერთად მუშაობს. ხშირ შემთხვევაში, ერთიდან მეორეში რომ გადადის და სხვადასხვა დაწესებულებაში დღეში 30 ოპერაციას აკეთებს, სამედიცინო შეცდომა მოსდის, რასაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის არცთუ სასურველი შედეგები მოჰყვება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღვკვეთოთ. ამას ემსახურება დაგეგმილი რეფორმები, რომელზეც სამინისტრო მუშაობს. ჩვენ ვაპირებთ ამ წლის ბოლომდე სამინისტროსთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშაოთ”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები