სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ესტონეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე გააცნო, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს.

გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენელმა პრეზიდენტს იმ პრობლემებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად, მავთულხლართებით, ღობეებით, თუ სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები