ინგლისის თავდაცვის მინისტრმა სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო, თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა სერ მაიქლ ფელონმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, მას მერე, რაც სერ მაიქლს ჟურნალისტმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.

რამდენიმე დღის წინ რადიო წამყვანმა ჯულია ჰართლი-ბროერმა მინისტრი იმაში დაადანაშაულა, რომ 2002 წელს, ოფიციალური სადილის დროს, ფელონი მას მუხლზე განზრახ შეეხო.

სერ მაიქლ ფელონმა უკვე მედიის წინაშე წარსდგა და ოფიციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის რაც მისაღები იყო 15 ან 10 წლის წინ, ახლა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია. მისი თქმით, ბევრი ბრალდება მის მიმართ ცრუ იყო, თუმცა აღიარებს, რომ რაღაც მომენტში ის ამოვარდა იმ მაღალი სტანდარტებიდან, რომელიც ინგლისის შეიარაღებულ ძალებში არის მიღებული და რომელთა წარდგენის პატივიც მას პირადად ჰქონდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თავდაცვის მინისტრის გადადგომას უკვე მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ბრიტანელი პოლიტიკოსია, რომელმაც თანამდებობა სერიოზული სექსუალურ ბრალდებების გამო დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები