სააკაშვილი ქარდავაზე: ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი მეგის ქარდავას არასდროს შეხვედრია.
„მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი“, – შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
იგი ამ სიტყვებით გამოეხმაურა ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის „უახლოესი თანაგუნდელის“ დაკავებაზე წერს.
ცნობისათვის, გუშინ, უკრაინელმა სამართალდამცველებმა ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები