თეა წულუკიანი: მეგის ქარდავას საქმეზე უკრაინულ მხარესთან კარგი თანამშრომლობა შედგა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავარი პროკურატურა სამართლებრივ ნაბიჯებს აგრძელებს ამ პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის.
მისივე თქმით, მეგის ქარდავას საქმეზე უკრაინულ მხარესთან კარგი თანამშრომლობა შედგა.
“კარგი თანამშრომლობა შედგა, მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მისი ექსტრადირება წარმატებით მოხდეს “, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა კიევში 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს პროკურატურამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები