ეკა ბესელია: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი პოლიტიკური პატიმარი არ არის.
როგორც მან აღნიშნა, მერაბიშვილმა ამინისტიის ცნობილი კანონით ისარგებლა და საშეღავათო სასჯელიც მიიღო.
“რაც შეეხება მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს, ეს სტანდარტული პროცედურაა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მსჯავრდებულს ავტომატურად ეხება, ვინც კი შეიძლება ამ განხილვის პროცესში იყოს. კომისიამ გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით უნდა მიიღოს. თავის დროზე მერაბიშვილმა ამნისტიის ცნობილი კანონით ისარგებლა და საშეღავათო სასჯელი მიიღო, ანუ იმაზე ნაკლები, ვიდრე სასამართლომ დაუნიშნა. ოპოზიცია საერთოდ უშვებს, რომ რაიმე ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის? მათი ლოგიკით, ჩამონათვალში არის რაიმე, მათ შორის ამინდის პროგნოზი და კალენდარი, რაც ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი არ არის? სისულელეებზე ხომ არ უნდა ვუპასუხო?”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები