ირაკლი კოვზანაძე: “Doing Business”-ის რეიტინგი მთავრობის და პარლამენტის მიერ გატარებული რეფორმის რეზულტატია

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ქვეყანაში გატარებული სწორი ეკონომიკური რეფორმის შედეგია, რომ საქართველომ 190 ქვეყანას შორის რეიტინგში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
აღნიშნული განცხადება კოვზანაძემ მსოფლიო ბანკის “Doing Business” 2018 წლის ბიზნესისი კეთების რეიტინგის შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, ეს არის რეზულტატი იმ რეფორმებისა რომელსაც მთავრობა და პარლამენტი ერთობლივი მუშაობით ახორციელებს.
„ეს არის ბიზნესის დაწყების სიმარტივე, მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა, ასევე, ელექტროენერგიის წვდომაზე სისწრაფე, გადასახადების სწრაფად გადახდა, სესხის მიღება-ეს არის პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მთავრობასთან ერთად განახორციელა. რეიტინგში საქართველოს პოზიციის მნიშვნელოვად გაუმჯობესება ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. ეს ნიშნავს რომ ახალი საინვესტიციო პროექტების დასაწყებად მეტი პოტენციალი გაჩნდა. რეიტინგის მიხედვით, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებამ შესაძლოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზარდოს“,- განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
მსოფლიო ბანკის “Doing Business 2018” წლის ანგარიშის თანახმად, ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველომ მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგში საქართველოს პოზიცია 7 ადგილით გაუმჯობესდა და ევროპის და ცენტრალური აზიის ლიდერი ქვეყანა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები