საქართველოს პრემიერმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფ კომპლექსი “The Tbilisi Hills” გახსნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფ კომპლექსი “The Tbilisi Hills” გახსნეს – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
გოლფ-კლუბის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ესტონეთის პრეზიდენტმა მიიღო.
საერთაშორისო დონის პირველი გოლფ-კლუბი საქართველოში ესტონური ინვესტიციით გაშენდა.
კლუბის ფართობი 331 ჰექტარია.
პროექტზე უკვე დაიხარჯა 50 მილიონი ლარი. მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი, დამატებით 250 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირება იგეგმება.
გოლფ-კლუბი თბილისის სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები