ნიკოლოზ გაგუა: ბიზნესის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება გუნდური მუშაობის შედეგია

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ბიზნესის რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ჯგუფური, კოორდინირებული მუშაობის შედეგია და მასში ფინანსთა სამინისტროს როლი მნიშვნელოვანია.
„ბუნებრივია, ეს იყო ერთობლივი ჯგუფური მუშაობის შედეგი ყველა უწყების მხრიდან. მუშაობა იყო, ძალიან კოორდინირებული და სწორედ ეს რეფორმები აისახა ბიზნესის რეიტინგის მაჩვენებლებში. ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროს როლი და იმ სამუშაოს როლი, რომელიც მან შეასრულა. განსაკუთრებით გადასახადების გამარტივების თვალსაზრისით საქართველო საკმაოდ წინ წასულია. ეს ყველაფერი წარმატებაა, თუმცა ჩვენ გვაქვს გეგმები, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს ბიზნესის საგადასახადო ორგანოებთან. შემდგომი წლის რეფორმები საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო წინ წავიდეთ”, – განაცხადა გაგუამ.
მსოფლიო ბანკის Doing Business-2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერი ქვეყანა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები