სტუდენტმა მის მიერ მოკლულ ლექტორთან ერთად „სელფი“ გადაიღო და თავი მოიკლა

მოსკოვში, ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში, სტუდენტმა პედაგოგი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მან „სელფი“ გადაიღო და სოციალური ქსელის “vkontakte” თავის გვერდზე განათავსა. ფოტოზე სტუდენტი იღიმის, მის გვერდით კი მოკლული ლექტორის ცხედარია. ფოტოს განთავსებიდან ერთ საათში სტუდენტის გვერდი, მომხმარებლების მრავალრიცხოვანი საჩივრების გამო დაიბლოკა. როგორც ირკვევა, სტუდენტმა, შესვენების დროს, მას ჭრილობები დანით მიაყენა, რის შემდეგაც დანა თავადაც რამდენიმეჯერ ჩაირტყა.
მოკლული ლექტორი 44 წლის იყო, მას ორი შვილი დარჩა. სამართალდამცველებისთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ რა მოტივი ამოძრავებდა სტუდენტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები