რაკიინ დეველოპმენტის დირექტორი – ბიზნესის რეიტინგში საქართველომ დომინანტ ქვეყნებს გადაუსწრო

რაკიინ დეველოპმენტის გენერალური დირექტორის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, ბიზნესის კეთების საერთაშორისო რეიტინგში, საქართველომ ისეთ დომინანტ ქვეყნებს გადაასწრო, როგორიცაა შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია და ესტონეთი.
აღნიშნული განცხადება გეგეჭკორმა მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ბიზნესის კეთების რეიტინგის შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, ასეთი დონის საერთაშორისო რეიტინგში პოზიციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია პოტენციური ინვესტორებისთვის და საქართველოს შეუძლია, პოტენციურ ინვესტორებთან აღნიშნული სტატისტიკით თავი მოიწონოს.
„ერთია, როცა ფასდება ზოგადი სიტუაცია, მეორე – ციფრებში ასახული სტატისტიკა. ფაქტია, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდის მუშაობის შედეგი სახეზეა. ეს ყველაფერი აისახა ციფრებში. აღნიშნული მიღწევა არის დამსახურება იმ ეკონომიკური რეფორმებისა, რომელიც გატარდა. რეფორმის პროცესში ყველაფერი ადეკვატურად არის აღქმული, რაც ბიზნესს სჭირდება“, – აღნიშნავს გიორგი გეგეჭკორი და დასძენს, რომ აღნიშნული რეიტინგი მნიშვნელოვანი მესიჯია პოტენციური ინვესტორებისთვის.
მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველომ მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
რეიტინგში საქართველოს პოზიცია 7 ადგილით გაუმჯობესდა და ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერი ქვეყანა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები