ესტონეთის პრეზიდენტი: ჩვენ არ ვართ უშუალო მეზობლები, თუმცა ერთმანეთთან ახლოს ვართ

“მინდა, ჩვენი დარიგება გაითვალისწინოთ და დააკვირდეთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას და ამას მოარგოთ ყველა სისტემა, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია.
“მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ვარ. ჩვენ არ ვართ უშუალო მეზობლები, თუმცა ერთმანეთთან ახლოს ვართ.
ევროპამ ბევრი რამ დაგვანახა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ საზოგადების ცვლილება ტექნოლოგოების საშუალებით. სამყარო გახდა ციფრული. აქედან გამომდინარე, ამ სიახლეებით ბევრი რამის სწავლა შეიძლება. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები ამ მიმართულებით, ამ შესაძლებლობების გამოყენების მიზნით უნდა ფიქრობდეთ. ჩვენ სხვა ქვეყნების დახმარებით მივაღწიეთ წარმატებას. მინდა, ჩვენი დარიგება მიიღოთ და დააკვირდეთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას და ამას მოარგოთ ყველა სისტემა”,-განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ.
როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ესტონელ მეწარმეებს შეუძლიათ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მოქმედ ქართველ ბიზნესმენებთან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შექმნან.
მან ასევე, ყურადღება საქართველოში მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად გაიზრადოს, რადგან იგივე მოდელი ესტონეთმა განახორციელა, ქვეყანაში გაიზარდა შემოსავლები, ეკონომიკა სარგებლობდა ამ ინიციატივით, იქმნებოდა ახალი საწარმოები და სამუშაო ადგილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები