დიმიტრი ლორთქიფანიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესებში ვეღარ ჩავერთვები

„დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მასთან დაკავშირებით დაგეგმილ შემდეგ პროცედურებზე ისაუბრა.
ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართული ვეღარ იქნება.
„მე გახლდით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მისი შექმნის დღიდან ბოლო წუთამდე, მე ფაქტობრივად უკანონოდ ამომიღეს სიიდან. ვიყავი ამ პროცესების მომსწრე და ყველა სამუშაო ჯგუფში ვიღებდი მონაწილეობას, ივნისის თვეში ჩვენ გავასაჩივრეთ პარლამენტის თავმჯდომარის უკანონო დადგენილება, ჩემი და არამხოლოდ ჩემი კომისიის რიგებიდან ამორიცხვასთან დაკავშირებით და ეს სასარჩელო მოთხოვნა ივნისიდან დღემდე განუხილველად დევს. ქუთაისის სასამართლოს აღნიშნული სარჩელი არც კი განუხილვას. ვფიქრობთ, რომ ეს არის პირდაპირი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად პასუხისხმგელიანია ზოგადად კონსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია. ახლა ისინი იწყებენ ახალ ინიციატივას იმ ოთხ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შედეგად უნდა აისახებოდეს“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები