მიხეილ ჯანელიძე ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობას უცხადებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობას უცხადებს.
„ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანები, რომელთაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს პოზიტიურ იმიჯს ამკვიდრებენ მსოფლიოში საკუთარი დაუღალავი შრომით, გახდნენ მსხვერპლი გაუგებარი ადამიანებისა და ჯგუფების შეტევის.
მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანი პასუხი.
ვერავინ ვნახე დღეს აქციაზე მისული ისეთი, ვისაც იმის მეათედი სიკეთე მაინც ჰქონდეს მოტანილი ქვეყნისთვის, რასაც მათ მიერ შეურაცხყოფილი ადამიანები აკეთებენ“, – წერს ჯანელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები