პრემიერი: 240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ დევნილებისთვის საკუთრებაში საცხოვრებლის გადაცემას. 240 დევნილი ოჯახი მთავრობის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში ფართებს საკუთრებაში მიიღებს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 15 800 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები