გიორგი კვირიკაშვილი: ვიწყებთ, შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილ პროექტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სივრცითი განვითარების კომპონენტი. ჩვენ ვიწყებთ შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილ პროექტს. ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც ექვს თვეში დეტალურ პროექტებს დადებს. მინდა, ჩამოვთავლო გზები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის: აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა; წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია; სადახლო-ახკეპი; არხილოსკალო-სამთაწყარო; წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი; გუფთა-ონი; თბილისი-პანტეანი-მანგლისი. ამის გარდა არის მცირე მონაკვეთები, რომელსაც ყველას არ ჩამოვთვლი. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს, მოაწესრიგებს გზებს”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები