დავით ჭიჭინაძე: ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების მიზეზები უნდა განმარტოს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე თვლის, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის განმარტება უნდა გააკეთოს.

როგორც დავით ჭიჭინაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ ეროვნული ბანკი უნდა აანალიზებდეს თუ რა იწვევს ეროვნული ვალუტის დევალვაციას და შესაბამის ინფორმაციას აწვდიდეს მოსახლეობას.

„ძალიან უცნაური განცხადება, მოვისმინეთ ქვეყნის პირველი ბანკირისგან, რომ ის კომენტარებს არ გააკეთებდა ამ საკითხზე, ვთვლი, რომ ზოგადად, ეროვნული ბანკის მხრიდან საჭიროა განცხადების გაკეთება, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რატომ მყარდება ან უფასურდება ეროვნული ვალუტა, არჩევნების მეორე დღეს ეროვნული ვალუტის გაუფასურება არალოგიკურია, არჩევნები იყო შაბათს ეროვნული ვალუტის გაუფასურება დაიწყო კვირას, კვირას ა არც ეკონომიკური აქტივობაა არც არაფერი, ესეც უცნაურია, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ – საჭიროა განმარტება ეროვნული ბანკის მხრიდან“, -აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დეპუტატი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებით მოგებული ვინც რჩება ეს საბანკო სექტორია.

„2015 წლის ბოლოდან -მას შემდეგ რაც ეროვნული ვალუტა არასტაბილური გახდა, როდესაც მთელს მსოფლიოში დოლარმა სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში გამყარება დაიწყო, ჩვენი კომერციული ბანკების არასაპროცენტო შემოსავლები საკმაოდ გაიზარდა – თითქმის გაორმაგდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბანკები ხელს ითბობენ ეროვნული ვალუტის ცვალებადობაზე, შესაბამისად ეროვნული ბანკი უნდა ფიქრობდეს იმაზე, როგორ დაარეგულიროს ეს სიტუაცია იმიტომ, რომ რაც მეტ ფულს შოულობენ ბანკები ამ არასაპროცენტო შემოსავლებით ჩათვალეთ, რომ აკლდება ბიზნესს და არცთუ ისე სახარბიელოდ აისახება ეკონომიკაზე. 2015-16 წლებში როდესაც ვალუტის ხან მყისიერად უფასურდებოდა და ხან მყარდებოდა მაშინ „რიკო კრედიტის“ ხელმძღვანელმა ვერც დამალა და თქვა, რომ ძალიან მოკლე პერიოდში 5 მილიონის მოგება ნახა “, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები