“ნაციონალური მოძრაობა” “ცესკო”-სგან სამაგიდე სიების გადაცემას ითხოვს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან სამაგიდე სიების გადაცემას ითხოვს.

მათი განმარტებით, ერთ-ერთ უბანზე გადამოწმდა მონაცემები და აღმოჩნდა,რომ ცენტრალურ საარჩევნო ოქმში ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდნენ.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უამრავი ადამიანი, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, ან არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში ჩანს, რომ ეს ადამიანები თითქოსდა იყვნენ უბანზე. მაგალითად, ცაგერის რაიონის 21-ე საარჩევნო უბანზე ოქმის მიხედვით 33 ადამიანი არის სრულიად სიაში, აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31-მა. ხოლო ჩვენ გვაქვს ათი ადამიანის მონაცემი, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ ადამიანების უმრავლესობა ან საერთოდ არ იმყოფებოდა ქვეყანაში, ან გახლავთ შეუძლოთ და მათთან არც გადასატანი ყუთი მიუტანიათ. ამ ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ვითხოვთ სამაგიდო სიების გადმოცემას. გვაქვს ასეთი ათობით, ასობით ოქმი”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები