ილია ელოშვილი ლენტეხისა და ცაგერის სკოლების მოსწავლეებს შეხვდა

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების უფროსკლასელებს შეხვდა. ილია ელოშვილმა მოსწავლეებს  „საქართველოს სახლემწიფო ელექტროსისტემის“  ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრში უმასპინლა და ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ამიტომ, ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებს ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურზე ჩაუტარდათ ექსკურსია, დაათვალიერეს კაშხალი, მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პრინციპებს. ასევე, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში მონაწილეობა მიიღეს.

შემეცნებითი ტური საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეებისათვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ორგანიზებით უკვე მე-2 წელია იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები