ქუთაისში პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი გაიხსნა

Impact Hub Tbilisi-სა და Garage48-ის ორგანიზებით,  ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი გაიხსნა.

სტარტაპ ბანაკი – ეს არის ინტენსიური კურსი, რომელიც მიზნად ინოვაციური იდეების განვითარებასა და სტარტაპის დასაწყებად საჭირო ძირითადი ცოდნის მიღებას ისახავს. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 60-მდე მსურველი უკვე დარეგისტრირდა. მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში საერთაშორისო მენტორებთან ერთად ინტენსიურად იმუშავებენ.

პროექტს ახორციელებს Impact Hub Tbilisi და Garage48. ოფიციალური პარტნიორია თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი. მხარდამჭერები: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საერთაშორისო განათლების ცენტრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შემდეგი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი 16-19 ნომბერს ბათუმში გაიმართება. ასევე, ბათუმი უმასპინძლებს ფინალურ ჰაკათონს დეკემბერში, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები კრეატიულ იდეებს  განავითარებენ და სამუშაო პროტოტიპებს შექმნიან.

Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და რამდენიმე წარმატებული სტარტაპი შეიქმნა.

პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები