იარაღის გასროლის შედეგად გარდაცვლილი ჯარისკაცი საკუთარ სახლში გადაასვენეს

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან იარაღის გასროლის შედეგად გარდაცვლილი ჯარისკაცი აბაშაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თანმხლები პირის ტყვიამ იმსხვერპლა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები