პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს
პარალმენტის წინ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ “კვირას ” შს სამინისტროში განუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტები ითხოვენ გასაჯაროვდეს ნუცუბიძის პლატოზე გუშინ 33 წლის მამაკაცის დაკავების ამსახველი კადრები, რომლის დროსაც მამაკაცი გარდაიცვალა.
დაკავებულის მისამართით გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. აქტივისტს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებზე წინააღმდეგობის გაწევაში ედავებიან.
25 ოქტომბერს თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მეზობლებს შორის შელაპარაკების დროს პოლიცია გამოიძახეს. კონფლიქტში ახალგაზრდა კაცი ჩაერთო. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მიწაზე დააწვინეს, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.