ახმეტაში მომხდარი ავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა

კახეთში, ახმეტაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულს დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძინე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები