როგორია ვაშლიჯვარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა

ვაშლიჯვარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 2 მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მამაკაცს დამწვრობა სხეულის სხვადასხვა ადგილზე აღენიშნება.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„მამაკაცს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული სხეულის 15% – სახე, გულმკერდი, ზედა კიდურები და მარჯვენა წვივის არე აქვს დამწვარი, მეორე დაშავებული ქორურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული მას მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება – სახე აქვს დამწვარი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე ორი ტრაილერი დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები