კონსულის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ისრაელში საქართველო ღირსეულად წარადგინა

ისრაელში საქართველოს საპატიო კონსულის მენი ბენიშის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისრაელში საქართველო საუკეთესოდ წარადგინა.
“საქართველოს დელეგაციასთან ერთად ვესწრებოდი შეხვედრებს და ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ბრწყინვალედ შეძლო საქართველოში საპარლამენტო საქმიანობის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები კოლეგებისთვის მიეწოდებინა. ისრაელის მხრიდან საქართველოს დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ირაკლი კობახიძის ვიზიტმა ისრაელის ისთებლიშმენტს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ახალი პოლიტიკური კლასი საქართველოში პროგრესული და საიმედოა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინვესტიციები საქართველოში გავზარდოთ და თქვენი ქვეყნის წარმატებას ხელი შევუწყოთ”, – განაცხადა მენი ბენიშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები