აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უცხოელ სამხედროებს ერაყის დატოვებისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ყველა ქვეყნის სამხედროებს, რომლებიც ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძოდნენ, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტილერსონის თქმით, ISIS-თან ბრძოლა ერაყის ტერიტორიაზე დასრულდა და ახლა ქვეყანას განახლების საშუალება უნდა მიეცეს. BBC-ის ცნობით, ტილერსონი უცხოელ მებრძოლებში ირანელ სამხედროებსაც გულისხმობს, რომლებიც ერაყის ტერიტორიაზე იბრძოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები