ავღანეთში “თალიბანის” 9 საველე მეთაური მოკლეს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რადიკალური მოძრაობა “თალიბანის” 9 საველე მეთაური მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას Khaama Press იუწყება.
პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნანგარჰარის პროვინიაში ამერიკული გამანადგურებლის მიერ განხორციელებულ იერიშს 40-ზე მეტი რადიკალი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიადარტყმის სამიზნე ექსტრემალების საწვრთნელი ბაზა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები