ბათუმში პირველი დარღვევა დაფიქსირდა და საჩივარიც დაიწერა

0

„ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრმა“ ბათუმში, 45-ე საარჩევნო უბანზე არსებულ დარღვევასთან დაკავშირებით, პირველი საჩივარი უკვე დაწერა. საუბარია ერთ-ერთ ამომრჩეველზე, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა მარკირების გარეშე მიიღო. როგორც „კვირას“ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განუცხადა, საჩივარი ოპერატიულად დაიწერა.
„ბათუმის N79 საარჩევნო ოლქში 45-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მხრიდან მარკირების პროცედურის შემოწმების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველმა კონვერტი ყუთში ჩააგდო,  გაირკვა, რომ თურმე მას მარკირების პროცედურა არ გაუვლია. ჩვენმა დამკვირვებელმა აღნიშნულზე საჩივარი უკვე დაწერა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი