კობა ასანიძე: მარნეულში არჩევნების დასაწყებად ყველაფერი მზად არის

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კობა ასანიძის განცხადებით, მარნეულში არჩევნების დასაწყებად ყველაფერი მზად არის. როგორც ასანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  მარნეულში სულ 98300 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

„სულ გვაქვს 89 უბანი, მარნეულის 22 საარჩევნო ოლქი. დილის 07:00 საათზე შეიკრიბა საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რაც აუცილებელია არჩევნების დასაწყებად. სულ 98300 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე, რაიმე სახის დარღვევა არ ფიქსირდება“, – განაცხადა კობა ასანიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები