გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა, – აღნიშნულ ინფორმაციას ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ოთარ კახიძე ავრცელებს.
მისი შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის, იმიჯისთვის და საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გააქტიურებისთვის, ასე რომ – გილოცავთ ყველას! გიგის ვუსურვებ წარმატებებს, დარწმუნებული ვარ, შესანიშნავად გაართმევს თავს ახალ პასუხისმგებლობას,-წერს კახიძე.