მიხეილ ჯანელიძე: ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი ნება თავისუფალ გარემოში გამოხატონ
ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი ნება თავისუფალ გარემოში გამოხატონ, -ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განუცხადა.
მისი თქმით, კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებს.
ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ხვალ თითოეულ ქალაქში არჩევნები მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაივლის.
“კახიმ წარმოადგინა ყველაზე მასშტაბური გეგმა თბილისის განვითარების, რომელიც დაფუძნებული იყო კონკრეტულ პროექტებზე. მისი კამპანია მთლიანად აწყობილი იყო პოზიტივზე და დარწმუნებული ვარ კახის გამარჯვებაში. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ქალაქში არჩევნები ჩაივლის მშვიდ და წყნარ გარემოში, სადაც ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ ნებას”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
Aki Ko
Seen by Aki Ko at 22:36