კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებ იმისთის, რომ ღირსეულად ვემსახურო თბილისელებს

0

მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მომცა შესაძლებლობა გაჭირვება გამომეარა, რადგან დღეს უფრო მეტი შემართება და სურვილი მაქვს იმისა, რომ ვისაც ყველაზე მეტად უჭირს იმათ დავეხმარო და გვერდში დავუდგე,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა თბილისსა და თბილისელებს ღირსეულად ემსახუროს.
„მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მომცა შესაძლებლობა გაჭირვება გამომეარა, რადგან დღეს უფრო მეტი შემართება და სურვილი მაქვს იმისა, რომ ვისაც ყველაზე მეტად უჭირს იმათ დავეხმარო და გვერდში დავუდგე.
მე შრომას მიჩვეული ადამიანი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ჩემს თბილისს და თბილისელებს. ვიცი, რომ ბევრი პრობლემა არსებობს და ერთად ყველაფერს დავძლევთ“,-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი