პრემიერი: ქართული ოცნების“ პირობებში უკვე ტრადიციად იქცა წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიანად ჩატარება
„ ქართული ოცნების“ პირობებში უკვე ტრადიციად იქცა წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიანად და გამჭირვალედ ჩატარება,-აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველი არჩევნები კიდევ უფრო მეტი პოზიტივით არის სავსე.
„ ყოველი შემდგომი არჩევნები კიდევ უფრო მეტი პოზიტივით არის სავსე. მთელი ჩვენი კამპანია ჩატარდა და მთელი კამპანია კახამ ჩაატარა პოზიტიური მესიჯებით, ის მხოლოდ და მხოლოდ დადებითზე, პოზიტივზე და მომავალზე იყო ორიენტირებული. სწორედ ასეთი იქნება ჩვენი თბილისი. ასეთი დადებითი და სიცოცხლით სავსე. მაგრამ ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთი რამნ გახდა კიდევ თვალშისაცემი.
უდიდესი უპირტესობა, რომელიც კახას გააჩნია ყველა დანარჩენ კანდიდატთან მიმართებაში და მე მინდა კახას მივულოცო ეს უდიდესი წარმატება. თბილისელებმა დაინახეს ძალიან დიდი პოზიტიური სხვაობა. თავისი პროფესიონალიზმი, მომზადების დონით, მასშტაბურობით კახა ემატება ყელა დანარჩენ კონკურენტს. ამისთვის ძალიან დიდი შრომა გასწია კახამ. იმისათვის, რომ თითოეული თბილისელის გულამდე მიეღწია ხმა და დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ ეს ხმა აუცილებლად იქნება გამოხატული.
მე მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა თბილისელს, ყველა ამომრჩეველს, რომ კახას სჭირდება ძლიერი მანდატი იმისათვის, რომ ის მასშტაბური გეგმები აუცილებლად განახორციელოს. ეს ძლიერი მანდატი მხოლოდ და მხოლოდ მიიღწევა თითოეული თქვენგანის მიერ თქვენი წილი მანდატის კახაზე გადაცემით ხვალ, არჩევნების დღეს. მინდა გთხოვოთ გამოხატოთ ის ნება, რომელიც კახას მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ თბილისი გადაიქცეს სინათლის, სიცოცხლის ქალაქად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მთელი საქართველოს მასშტაბით სრაგებლობს მოსახლეობის დიდი ნდობით და რა თქმა უნდა, ეს ნდობა არჩევნების დღეს აუცილებლად უნდა გარდაიქმნას ძლიერ მანდატში მთელი ჩვენი გუნდისთვის. მთელი საქართველოს მასშტაბით მე მინდა ვუსურვო მთელს ჩვენ გუნდს გამარჯვება და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა კახა კალაძეს,-განაცხადა პრემიერმა და ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.