პრემიერი: კახა აუცილებლად გაიმარჯვებს და თბილისს სწორედ ასეთი მერი სჭირდება
კახა აუცილებლად გაიმარჯვებს და თბილისს სწორედ ასეთი მერი სჭირდება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისელების მოლოდინს გაამართლებს.
„ხვალინდელი დღე უზრუნველყოფს არჩევნების წარმატებით ჩატარებას. ჩვენ აქ შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ კახა აუცილებლად გაიმარჯვებს , „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, და რა თქმა უნდა, ამით ჩვენი თბილისი და საქართველო გაიმარჯვებს. დღეს თბილისს სჭირდება სწორედ ასეთი მერი, სწორედ ასეთი ადამიანი, ასეთი წესიერი, პროფესიონალი, თანამედროვე ხედვების მქონე და ძალიან პრინციპული. დარწმუნებული ვარ, რომ კახა გაამართლებს ყველაზე მაღალ მოლოდინებს, რომელიც დღეს თბილისელებს აქვთ,-განაცხადა პრემიერმა.