მდინარე თეძამს ახალი წყალსაცავი შეემატა

კასპის კულტურის ცენტრში,  მდინარე თეძამზე ახალი წყალსაცავის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის შესახებაც  შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბუკიამ ისაუბრა.

„კასპის მუნიციპალიტეტისათვის სარწყავი სისტემის გაუმჯობესება არის მეტი პროდუქციის, მეტი დასაქმებისა და მეტი შემოსავლის აუცილებელი პირობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტის განხორციელებაც, რომელიც სარწყავი სისტემის გაუმჯობესების შეუწყობს სასმელი წყლით მომარაგებას და ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს“,-აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ასევე საქართველოს პარლამენტის წევრმა, კასპის მაჟორიტარი დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ისაუბრეს.

12 მლნ მ3 მოცულობის წყალსაცავი მოემსახურება და წყლით უზრუნველყოფს სხვადასხვა სარწყავ სისტემებს: სიონის მაგისტრალურ არხს, სოფელს ჩოჩეთის, სოფელ ნიაბის ზედა, სოფელ ყარაღაჯის, სოფელ მეტეხის და წაბლა არხებს. სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება და თეძამის წყალსაცავის მოწყობა უზრუნველყოფს: კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2600 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის გარანტირებულ მორწყვას;  მდინარე თეძამის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, კაშხალის ქვედა ბიეფში ფილტრატებიდან მიიღებს სასმელ წყალს; მოსახლეობა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაცული იქნება გაზაფხულის წყალმოვარდნისა და წყალდიდობისგან;  წყალსაცავზე შესაძლებელია აშენდეს 2 მვტ სიმძლავრის ჰესი.

პროექტით, სამუშაოების ამჟამინდელი ღირებულებაა 51 მილიონი  ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები