სოფელ ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კახეთში, სოფელ ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, აშენდა ახალი სატუმბი სადგური, მოეწყო წყალაღების კვანძი ჩამკეტი ფარით და გისოსით, დამონტაჟდა ტუმბო აგრეგატები სიმძლავრით 1500 მ3/სთ. აწევის სიმაღლე 180 მეტრი. პროექტით ასევე დაგეგმილია ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოები და დამცავი კედლის მოწყობა.
მიმდინარე ღონისძიებების განხორციელების შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – ფიროსმანისა და სამთაწყაროს მოსახლეობა ისარგებლებს წყლით 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოსარწყავად.
მიმდინარე სამუშაოები 2017 ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთის რეგიონში დღეისათვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11, ხოლო საქართველოს მასშტაბით 50 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები