“ვიდრე არ გვეცოდინება შედეგები, სპეკულაციებზე და ვერსიებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის”

ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების პროცესს და ვიდრე არ გვეცოდინება შედეგები, გარკვეულ სპეკულაციებზე და ვერსიებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყიზილაჯლოს ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.
ჯანელიძემ დაჭრილებს გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ მომხდარზე აქტიური გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
“მინდა, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილებს. მათი მკურნალობის პროცესი კონტროლქვეშაა, ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ორივე საავადმყოფოში. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გამოძიების პროცესი. შს მინისტრმა გააკეთა უკვე განცხადება, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების პროცესს და ვიდრე არ გვეცოდინება შედეგები, გარკვეული სპეკულაციებზე და ვერსიებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის”, – განაცხადა ჯანელიძემ.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ჯანელიძის თქმით, საარჩევნო პროცესი ყველა სხვა რეგიონში, ქალაქში მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში, ძალიან ღია და თავისუფალ გარემოში.
“საარჩევნო პროცესი შეფასებულია ასევე საერთაშორისო მონიტორების მიერ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში მისცენ ხმა და გააკეთონ არჩევანი”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები