ზაზა ხუციშვილი: ის, რაც მარნეულში მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა

“ქართული ოცნების” დეპუტატის ზაზა ხუციშვილი მარნეულში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა მშვიდ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს ეკისრება და სწორედ ამიტომ ცდილობენ წინასაარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებას.
“გუშინ მომხდარ ინციდენტზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, გავიხსენოთ სწორედ მარნეული, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის დროს, როცა იყო ქვების სროლა. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა არ ისვენებს, გაიხსენეთ კორცხელი, იგივე ის, რაც უკრაინაში ხდება, ასეთი ინციდენტების დროს ერთი მხარე ყოველთვის არის “ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ ადგილობრივ არჩევნებში “ქართული ოცნების” წარმატება არის გარდაუვალი და სწორედ “ქართული ოცნებაა” დაინტერესებული წინასაარჩევნოდ იყოს მშვიდი გარემო.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში ”ქართული ოცნების“ ოფისთან თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დაიჭრა. დაჭრილებს შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები