მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. თავდამსხმელმა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები