თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. “თელასის” ცნობით, სამგორის რაიონში, თბილისის მერიის მიერ საგზაო სამუშაოების ჩატარების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე 2 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, რევაზ მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის, ქიზიყის, ქინძმარაულის და ენუქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები