ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების წარმატების საფუძველი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვაა
„როგორც იხილეთ, დღეს შეკრებილი კოლეგების უმრავლესობა მხარდაჭერას გიცხადებთ. აღნიშნულის დასტურია ასევე რეზოლუცია და მიმდინარე ურთიერთობა ჩვენსა და საქართველოს შორის. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ იმაში, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას”.- აღნიშნა ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის” თანათავმჯდომარემ ქლერ მუდიმ, რომელმაც საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა.
ქლერ მუდიმ დადებითად შეაფასა მინისტრის გამოსვლა, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ წინსვლას რაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ურთიერთობის შედეგად მიაღწია.
„ის, რომ მთავარი აქცენტი გააკეთეთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე წარმოადგენს თქვენი წარმატების და ევროკავშირისადმი მხარდაჭერის ერთ-ერთ მიზეზს.”-განაცხადა ევროპარლამენტარმა.